წლის საუკეთესო პროექტის ტიტული ეგვიპტის მზის ენერგიის ქარხანამ მოიპოვა

Modern Roofing

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ეგვიპტეში მდებარე ბენბანის მზის ენერგიის ქარხნის მშენებლობამ მსოფლიოს 2019 წლის საუკეთესო პროექტის პრიზი მოიგო.

როგორც მსოფლიო ბანკის მმართველი, კრისტალინა გეორგიევა აღნიშნავს, პრიზის მინიჭება მსოფლიო ბანკის მხრიდან ეგვიპტის ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერას კიდევ უფრო გაზრდის.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და სხვა გლობალური კომპანიების მიერ პროექტში საერთო ჯამში 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა ჩადებული.

როგორც ეგვიპტის ინვესტიციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი, საჰარ ნასრი აღნიშნავს, პრიზი ეგვიპტეს დაეხმარება 2022 წლისთვის ენერგიის მოპოვების სფეროში ლიდერი ქვეყანა გახდეს შუა აღმოსავლეთსა და აფრიკაში.

ბენბანი კაიროს სამხრეთით დაახლოებით 650 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და იქ მზის ენერგიის ქარხანა 37,2 კვადრატული კილომეტრის ფართობზე განთავსდება. პროექტი 1,600 გიგავატის სიმძლავრის მზის ენერგიის გენერირებას ითვალისწინებს.

Egyptindependent-ის ცნობით, ეგვიპტის ენერგეტიკული სექტორი სწრაფად პროგრესირებს და ის 71 ქვეყანას შორის 23 პოზიციით დაწინაურდა და ამჟამად ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის მოპოვების სფეროში მე-19 ადგილს იკავებს.

მსგავსი სტატიები