წინარეხი და ქვათახევი ერთმანეთს განახლებული გზით დაუკავშირდება

Construction News

წინარეხი-ქვათახევის გზის 4,5-კილომეტრიან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, 1 ხიდისა და ხელოვნური ნაგებობების, სანიაღვრე არხების მოწყობა. ასევე, მოეწყობა ავტოპავილიონები, საგზაო ნიშნები და ლითონის მრუდეხაზოვანი ძელები, გაკეთდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.

ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობისა და ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაციის ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე, ბეტონის არხებისა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაო მიმდინარეობს.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

მსგავსი სტატიები