წერეთლის ქუჩაზე გზის საფარის მოწყობა 1,425კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს

Construction News

ავჭალაში,  მიხაკო წერეთლის ქუჩაზე  გზის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო.

სამუშაოების ფარგლებში, გრუნტის გზის ნაცვლად, დაახლოებით 1,425კვ.მ. ფართობზე კაპიტალურად ეწყობა ასფალტის საფარი. სამუშაოებისთვის, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 76,243 ლარია გათვალისწინებული.

გლდანის რაიონში გზის რეაბილიტაცია კიდევ რამდენიმე მისამართზე ხორციელდება. სამუშაოები ტიხონოვისა და მარჯანიშვილის ქუჩებზე, ასევე,  ჯანჯღავას I შესახვევში, რეზო გაბაშვილის N7-14-ში და მუხიანის 2-ში, ასევე ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარეობს.

მსგავსი სტატიები