უწყვეტი წყალმომარაგებით დამატებით 430,000 ოჯახი ისარგებლებს

Construction News

24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით და გამართული საკანალიზაციო სისტემებით 2019 წელს, დამატებით 430,000 ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონებში უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგება და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგება მთავარ გამოწვევად და პრიორიტეტად რჩება.

ცქიტიშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წელს იგეგმება ანაკლიაში, მესტიაში, წყალტუბოსა და ურეკში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის სამუშაოები, ასევე ქუთაისის, ჯვრის, ჭიათურის, ურეკისა და გარდაბნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები.

რაც შეეხება 2018 წელს, მინისტრის განმარტებით, გასულ წელს წყალგაყვანილობის 141 პროექტი განხორციელდა.

მსგავსი სტატიები