წელს საგზაო უსაფრთხოების კუთხით 15.5 მილიონი ლარი დაიხარჯება

Construction News

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, წელს მხოლოდ საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჯამში გამოყოფილია 15,540,000 ლარი. აქედან სახელმწიფო ბიუჯეტით მიზნობრივად გათვალისწინებულია 9 მილიონი ლარი, ხოლო მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილია 6,540,000 ლარი.

საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებები გულისხმობს თვალამრიდებისა და ზღუდარების განახლება-დამონტაჟებას, საგზაო ნიშნების დამატებას, უსაფრთხოების კუნძულებისა და სიჩქარის შემზღუდავი ხელოვნური ბარიერების მოწყობას, გზების სათვალთვალო  კამერებით აღჭურვას.

ამას გარდა, საქართველოს რეგიონების 115 სხვადასხვა მონაკვეთზე, უსაფრთხოების არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განხორციელდა ინსპექტირება, დაიწყო და გრძელდება გარე განათების სამუშაოები. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, იქაც, სადაც ახალი გზები შენდება ან ხდება რეაბილიტაცია, გვაქვს ძალიან სამწუხარო სტატისტიკა:

სწორედ გზის ხარისხი აძლევს საშუალებას ჩვენს მოქალაქეებს გადააჭარბონ დაშვებულ სიჩქარეს. კარგად გვახსოვს ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ რამდენი ტრაგედიის მოწმე გავხდით. შარშან გადავწყვიტეთ, რომ დაგვეწყო უკვე ბიუჯეტის დაფინანსებით დამატებითი ორი ზოლის მშენებლობა და ამის მიზეზი მხოლოდ  ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობაა. წელიწადში საშუალოდ 500 ადამიანის დაკარგვა და ძალიან ბევრი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, რა თქმა უნდა საერთო გამოწვევაა“ – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

მსგავსი სტატიები