წარმომადგენელთა პალატამ კედლის მშენებლობასთან დაკავშირებით ტრამპის ვეტო ვერ დაძლია

Construction News

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, მექსიკის საზღვარზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შეცვლა ვერ შეძლო. პალატამ საკმარისი რაოდენობის ხმები ვერ დააგროვა, რათა პრეზიდენტის ვეტო დაეძლია.

ვეტოს მომხრე 248 ადამიანი იყო, წინააღმდეგი კი 181 კონგრესმენი გამოვიდა. თუმცა, წარმატების მისაღწევად დემოკრატებს ხმების ორი მესამედი სჭირდებოდათ.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა გადაწყვიტა. ინიციატივის წინააღმდეგები არიან დემოკრატები, რომლებმაც პროექტის დაფინანსებაზე უარი განაცხადეს და ბიუჯეტი არ დაამტკიცეს, რითაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი “შათ დაუნი” დაფიქსირდა. თეთრი სახლის ლიდერმა, გამოსავალი მოძებნა და სასურველი ფინანსების მისაღებად, მექსიკის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიზნით, კონგრესში რეზოლუცია მიიღეს, რომელსაც შემდგომში თეთრი სახლის ლიდერმა ვეტო დაადო. ტრამპის სტრატეგიის საფუძველზე, 26 მარტს პენტაგონმა 1 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო. ამ თანხით კედლის 91-კილომეტრიანი მონაკვეთი აშენდება. მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად საერთო ჯამში 7 მილიარდამდე დოლარია საჭირო.

მსგავსი სტატიები