ძლიერი ქარის გამო ავლაბარში, ლომოურის 8 ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, წლებია სახლი ავარიულ მდგომარეობაშია და უამინდობის შედეგად ის ეტაპობრივად ინგრევა.
ამ დროისთვის ტერიტორია ნანგრევებისგან გაწმენდილია.