ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო “112”-ში 100-მდე შეტყობინება შევიდა

Construction News

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ – „112“-ში გუშინ, ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად, სხვადასხვა ლოკაციის დატბორვის შესახებ 100-მდე შეტყობინება შევიდა.

უხვმა ნალექმა თბილისში, ძირითადად, გლდანი-ნაძალადევისა და ისან-სამგორის რაიონებში დატბორა საცხოვრებელი კორპუსების ეზოები, სადარბაზოები და სარდაფები. საჭირო გახდა განხორციელებულიყო მეტროსადგურების – „სამგორისა“ და „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.

ძლიერად წვიმდა ქვემო ქართლის რეგიონშიც. რუსთავსა და გარდაბანში “112”-ის ჯგუფებმა 20-მდე შეტყობინება მიიღეს. საცხოვრებელი სახლების ეზოებიდან და სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები განხორციელდა.

მსგავსი სტატიები