ძლიერი ქარის გამო, თბილისში, დიღმის მასივში, ახმეტელის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მე-11 სართულიდან აივნის კონსტრუქცია ჩამოვარდა.
“ტელეიმედის” ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა 2 ავტომობილი.
ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციათა სამსახურის წარმომადგენლები. უსაფრთხოების მიზნით აივნის დემონტაჟი მოხდა.