ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად თბილისის მცხოვრებლები დაზარალდნენ. სტიქია ძირითადად ისანის რაიონს უტევდა.
ქარმა ხეები მოგლიჯა, დააზიანა ავტომობილები და საცხოვრებელი სახლები.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ გუშინ 300-მდე შეტყობინება შევიდა და ძირითადად ხის წაქცევასა და საცხოვრებელი სახლების სახურავების დაზიანებას ეხებოდა.