ძველი ბათუმის ეზოების კეთილმოწყობისთვის ტენდერი გამოცხადდა

Construction News

ძველ ბათუმში ეზოების კეთილმოწყობისთვის ტენდერი გამოცხადდა. ადგილობრივი მერიის მიერ უკვე შერჩეულია ცხრა ეზო, სადაც შესაბამისი სამუშაოები განხორციელდება.

პროექტის ღირებულება 87,200 ლარია. წინადადებების მიღება 2019 წლის 25 მაისს დაიწყება და 28 მაისს დასრულდება.

კეთილმოწყობის სამუშაოები ვიზუალური ესკიზებისა და ტექნიკური სპეციფიკაციების შესაბამისად უნდა შესრულდეს. ეზოების ლოკაცია მერიამ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ცენტრების განვითარების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეარჩია.

მსგავსი სტატიები