ცქიტიშვილი – ბანკები ითხოვენ მთავრობამ დაფაროს პორტის კომერციული რისკი

Construction News

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილა გადაცემა „ფორბსის კვირაში“ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებულ შეკითხვებს კიდევ ერთხელ უპასუხა და ბანკების მიერ სახელმწიფოსგან მოთხოვნილი დამატებითი 8 პირობის შესახებაც ისაუბრა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ბანკების მიერ წარდგენილ ყველა დამატებით პუნქტში არის ისეთი საკითხები, რომელზეც სახელმწიფო მზადაა ისაუბროს, მაგრამ ყველა ამ პუნქტში არის სახლმწიფოსთვის რთული საკითხებიც, ასევე – მამუკა ხაზარაძის მიერ  ხდება ტრეფიკის გარანტიის ინტერპრეტირება.

„რეალურად 8-დან 2 პუნქტია, რომელიც ეხება ზოგადად გარანტიას. ერთი პუნქტი არის ე.წ. ტვირთების გარანტია, კონტეინერების რაოდენობა ნამდვლად არ წერია, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ბანკები ითხოვენ მთავრობამ დაფაროს პორტის კომერციული რისკი. ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვსაუბრობთ გზასა და რკინიგზაზე. გზა და რკინიგზა არის მესამე პუნტი და იქ ბანკები სახელმწიფოს მხრიდან ითხოვენ იმ შესაძლო ზიანის კომპენსირებას, რომელიც შეიძლება დადგეს, თუ სახელმწიფო დროზე ვერ მიიყვანს რკინიგზას და გზას პორტამდე. ამ ნაწილშიც ჩვენ მზად ვართ სასაუბროდ. რაც შეეხება ტვირთების გარანტიას, ეს არ არის კომერციული რისკების გარანტია და არ არის დაკავშირებული არც მაკროეკონომიკასთან, არც ფორსმაჟორთან, იმიტომ რომ ფორსმაჟორი და მათ შორის პოლიტიკური, არის კიდევ ამ 8 პუნქტისცალკე პუნქტი. ეს არის უშუალოდ შემოსავლების გარანტია და პირველ რიგში, რაც სამწუხარო და პრობლემურია, ეს არის ინვესტორის კომერციული რისკების გარანტია,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისი განმარტებით, ასეთი გარანტიის არსებობისას რთული იქნება იმის განსაზღვრა, თუ ზუსტად რომელმა ფაქტორმა და რა ოდენობით გამოიწვია პორტის შემოსავლების შემცირება – ტვირთბრუნვის ნაკლებობამ, რეგიონის პრობლემატიკამ თუ ინვესტორის არაეფექტურობამ.

ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ მთავრობას თანაბარი მიდგომა უნდა ჰქონდეს ყველა ინვეტორის მიმართ.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სახელმწიფომ უნდა დაიცვას და გარანტირება მოახდინოს ერთი ინვესტორის კომერციული რისკების, რას ვეუბნებით სხვა ინვესტორებს, რომელთა კომერციული რისკები არ არის დაზღვეული მთავრობის მიერ სხვა ასეთივე ტიპის კერძო და საჯარო პარტნიორობის ხელშეკრულებებში?!“ – აცხადებს ვიცე-პრემიერი.

მაია ცქიტიშვილი თქმით, ბანკების მიერ დაყენებული მე-8 პირობის მიხედვით, ინვესტორის დეფოლტის შემთხვევაში, პორტი გადადის სახელმწიფო საკუთრებაში, მაგრამ სახელმწიფო იქნება ვალდებული, ინვესტორებს (ერთ შემთხვევაში დაუყოვნებლოვ, მეორეს შემთხვევაში – 4 წლის ვადაში) დაუფაროს 400 მილიონი დოლარის სესხი.

„მითხარით, რამდენად სწორია და ეს რატომ არ უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომლის ბიუჯეტითაც და თანხითაც უნდა შევიდეს მთავრობა ამ კონკრეტული ინვესტორის კომერციული რისკების დაფარვაში?!“- ამბობს მინისტრი.

მსგავსი სტატიები