ცქიტიშვილი: ანაკლიის პორტის მშენებლობა მნიშვნელოვანი პროექტია

Construction News

ანაკლიის პორტის აშენება და განვითარება, პირველ რიგში, სახელმწიფოს ინტერესია, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი აცხადებს.

„პორტის მშენებლობის გადაწყვეტილება სახელმწიფომ მიიღო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და ერთობლივად ვცდილობთ, უზრუნველვყოთ მისი წარმატება. ამ ეტაპზე, კიდევ ერთხელ დავეხმარეთ ინვესტორს და გადავავადეთ ის დრო, რაც დაწესებული იყო ფინანსური ხელშეკრულებების უზრუნველყოფისთვის. კონკრეტული პირობების შეთანხმებას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან იმაზე მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე თავდაპირველად იყო განსაზღვრული“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება სახელმწიფოს ვალდებულებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის აშენების და პორტამდე მიყვანის ნაწილში, მინისტრის განმარტებით,  ყველა სამუშაო აუცილებლად შესრულდება.

„სამწუხაროდ, ჩავარდა გზის პროექტირების ტენდერი, თუმცა მალე გამოვაცხადებთ კონკურსს უფრო მოქნილი პირობებით. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ინვესტორთან ერთად სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ანაკლიის პორტის უმნიშვნელოვანესი პროექტი მთლიანობაში წარმატებით განხორციელდეს“, – აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

მსგავსი სტატიები