ციხე-სოფელი მუცო „ევროპა ნოსტრას” ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებულია

Construction News

ციხე-სოფელი მუცოს (საქართველო) რეაბილიტაციის პროექტი, ევროპული მემკვიდრეობის პრიზის, „ევროპა ნოსტრას” ჯილდოს 2019 წლის  ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.

ევროპული მემკვიდრეობის პრიზი მუცოს არქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტმა, 16 ქვეყნის 25 ლაურეატთან ერთად მოიპოვა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კონკურსის ჟიურიმ აღნიშნა, რომ  მუცოს რეაბილიტაციის პროექტი ეხმიანება მთის თემების დეპოპულაციის პრობლემას. მუცოს რესტავრაციამ განაპირობა ადგილობრივი თემის ცნობიერების ამაღლება მათი არამატერიალური მემკვიდრეობისა და კავკასიელი ხალხის ისტორიის შესახებ.

მუცოს რეაბილიტაციის პროექტი საკონკურსო ნომინანტად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წელს წარადგინა.

ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოს გამარჯვებულთა დაჯილდოვების წარმომადგენლობითი ცერემონია მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს პარიზში, ევროპული მემკვიდრეობის კონგრესის ფარგლებში გაიმართება.

მსგავსი სტატიები