ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახლადმოწყობილ სკვერს სატრენაჟორო სივრცეც დაემატება

Construction News

თბილისში, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე, სატრანსპორტო კვანძთან მდებარე ახლადმოწყობილ სკვერთან ტრენაჟორებიც დაიდგმება. აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოქალაქე სპარტაკ ბაგალაშვილის თხოვნის საპასუხოდ, ვიდეოდიალოგის ფორმატში გააკეთა.

კახა კალაძის თქმით, თუ გამგეობას ამის შესაძლებლობა არ აქვს, თბილისის მერია მზადაა, ჩაერთოს პროექტის განხორციელებაში.

„ცინცაძე-კარტოზიას სატრანსპორტო კვანძთან ახლო ძალიან ბევრი გამწვანების სამუშაო განხორციელდა და ძალიან ლამაზი სივრცე შეიქმნა, სადაც იქ მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, ჩამოვიდნენ და დაისვენონ. იქვე, გვერდით არის ადგილი, რომელიც საკმაოდ მოუწესრიგებელი იყო და შეიძლება ამ პროექტის განხორციელება დავაყენოთ ტრენაჟორები, რომ ადამიანებს ვარჯიშის შესაძლებლობაც მიეცეთ. თუ
გამგეობა ამას ვერ მოახერხებს, თბილისის მერია მზადაა, ჩაერთოს ამ პროექტის განხორციელებაში“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მსგავსი სტატიები