“ცენტრ პოინტის” დამფუძნებელს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

“ცენტრ პოინტის” დამფუძნებელს, მაია რჩეულიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. “ცენტრ პოინტის” საქმის „მიონის” ეპიზოდზე ბრალდებულების განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამოაცხადა.

განაჩენის გამოცხადებამდე მხარეებმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს. როგორც ბრალდების მხარემ განაცხადა, მაია რჩეულიშვილის დავალებით ბინათმესაკუთრეებს გამოართვეს დამატებით თანხები, თითქოს, კომუნიკაციების გასაყვანად და საკუთრებაში გადასაცემად. თუმცა, მათი მტკიცებით, ეს თანხები ობიექტს არ მოხმარებია და ამ თანხების თაღლითურად დაუფლება მოხდა.

შეგახსენებთ, რომ მაია რჩეულიშვილსა და ქეთევან ჟორდანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც თაღლითობას გულისხმობს. რაც შეეხება ქეთევან ჟორდანიას, აღნიშნულ საქმეზე მას საპროცესო შეთანხმება აქვს გაფორმებული. ჟორდანიას 5 წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.

მსგავსი სტატიები