ცემენტზე გლობალური მოთხოვნა ნელა იზრდება. მსოფლიო ცემენტის ასოციაციამ (WCA) დაადგინა, რომ ცემენტზე გლობალური მოთხოვნა 2019 წელს მხოლოდ 1.5%-ით გაიზრდება.
constructionweekonline.com-ის ინფორმაციით, ცემენტზე მოთხოვნილების ნელა ზრდა გამოწვეულია აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო დაძაბულობისა და 2008-2009 წლებში გლობალური ფინანსური კრიზისის გამო.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ცემენტის ბაზარი 2019 წელს ზომიერად იზრდება, თუმცა მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით 3%-ით დაბალია. მეორე მხრივ, ჩინეთის ცემენტის ბაზარი, რომელზეც მსოფლიოს 50%-ზე მეტი მოდის, 2019 წელს სტაბილურობას შეინარჩუნებს.