ცათამბჯენ “Chrysler Building”-ს $150 მილიონად ყიდიან

Construction News

აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკში მდებარე ცნობილ ცათამბჯენ “Chrysler Building”-ს 150 მილიონ აშშ დოლარად ყიდიან. თუმცა, როგორც გაზეთი “The Wall Street Journal” აღნიშნავს, ეს ფასი გაცილებით დაბალია, ვიდრე წინათ ის ღირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 77-სართულიანი შენობის მფლობელები, სავარაუდოდ, კომპანია “RFR Holding” და მისი პარტნიორი გახდებიან.

ამ ეტაპისთვის, “Chrysler Building”-ის 90% წილი აბუ-დაბის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდს ეკუთვნის. მან ცათამბჯენი 2008 წელს $800 მილიონად იყიდა კომპანია “Tishman Speyer”-ისგან. ეს უკანასკნელი 10%-იანი წილის მფლობელია.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცათამბჯენ “Chrysler Building”-ის მშენებლობა 1930 წელს დასრულდა. ის რამდენიმე ხნის განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობის სტატუსის მფლობელიც იყო. მისი სიმაღლე 320 მეტრია.

მსგავსი სტატიები