ცათამბჯენები

Construction News

“მაღალი შენობების  და ურბანული გარემოს საბჭოს” ინფორმაციით, 2018 წელს მსოფლიოს მასშტაბით 143 შთამბეჭდავი ცათამბჯენის მშენებლობა დასრულდა, რომელთა სიმაღლე 200 მეტრს აღემატება.  

ბოლო 23 წლის მანძილზე აზიის ქვეყნები ლიდერობენ ცათამბჯენების მშენებლობაში, ხოლო რეიტინგის მწვერვალში იმყოფება ჩინეთი. 2018 წელს ჩინეთმა 88 ცათამბჯენის დასრულება მოახერხა, რითაც კიდევ უფრო გაამყარა საკუთარი ყოველწლიური რეკორდი. უკვე მესამე წელია ზედიზედ, რაც ქალაქი შენჟენი რეკორდსმენია ცათამნჯენების მშენებლობაში. ამ ქალაქში 14 დასრულებული მშენებლობა შეადგენს მსოფლიო ცათამბჯენების 10%. ასევე, მაღალი შენობების მშენებლობით გამორჩეული, მსოფლიოს ქალაქების ტოპ ათეულში შედის ჩინეთის კიდევ 5 ქალაქი.

ქალაქ პეკინში მდებარე 528 მეტრი სიმაღლის “Citic Tower” გახდა 2018 წლის დასრულებული, ყველაზე მაღალი შენობა. მან მსოფლიოს ტოპ ათეულში მყოფ ჰონგ-კონგის “საერთაშორისო კომერციულ ცენტრს” აჯობა და ეხლა მსოფლიოს ცათამბჯენებში მერვე ადგილს იკავებს, ხოლო ჩინეთის მასშტაბით კი მეოთხე პოზიცია უჭირავს.

statista.com

მსგავსი სტატიები