“ჩხოროწყუჰესის“ რეაბილიტაცია დასრულდა

Construction News

“ჩხოროწყუჰესის“ გენერატორ N1-ის რეაბილიტაცია დასრულდა. ჰესის სიმძლავრე 6 მეგავატია და მისი რეაბილიტაციის პროექტზე 2,252,000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“ ახორციელებდა.

პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა მართვისა და მონიტორინგის სისტემა (SCADA), ასევე თანამედროვე სარელეო დაცვები და გამოიცვალა სხვადასხვა დეტალი და კვანძები.

“ჩხოროწყუჰესის“ აგრეგატის რეაბილიტაცია-რეკონსტრუცია 2017 წლიდან, 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროის განმავლობაში მუშაობდა ჰესზე არსებული მხოლოდ ერთი აგრეგატი, რომელიც დაახლოებით 2,6 მეგავატ სიმძლავრეს გამოიმუშავებდა. მეორე აგრეგატის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ კი, მოხერხდა გამომუშავებული ელექტროენერგიის გაზრდა.

ცნობისთვის – “ჩხოროწყუჰესი” ექსპლუატაციაში 1967 წლიდან შევიდა.

მსგავსი სტატიები