სამეგრელოში ჩხოროწყუს რაიონში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის დროს სახლში მოხუცი ცოლ-ქმარი იმყოფებოდა, რომლებიც მეზობლების დახმარებით გამოვიდნენ საცხოვრებლიდან.
ხანძრის მიზეზი სავარაუდოდ ელექტროსადენების გაუმართაობა გახდა. საცხოვრებელი სახლი თითქმის მთლიანად დამწვარია.