ჩუღურეთის რაიონში 3,000 კვ.მ ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

Construction News

ჩუღურეთის რაიონში, გროზნოს ქუჩაზე, 3000 კვადრატულ მეტრზე, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცის მოეწყობის სამუშაოები დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე საბავშვო ზონა, სპორტული მოედანი, გარე განათების სისტემა, საფეხმავლო და ველობილიკი მოეწყობა. გარდა ამისა, განთავსდება საბაღე სკამები, ტრიბუნები და საჩრდილობლები. ტერიტორია ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვება.

პროექტის თანახმად, დასასვენებელი სივრცე უსაფრთხოების მოაჯირებით შემოიფარგლება და გამწვანდება.

პროექტის დეტალები მოსახლეობას, დღეს ჩუღურეთის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ გააცნეს.

პროექტის ღირებულება 503,330 ლარს შეადგენს და სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

მსგავსი სტატიები