ჩრდილოეთ კაროლინაში სამშენებლო სამუშაოებისას გაზის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

Construction News

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინას ქალაქ დარემში გაზის აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა. 6 დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. სამაშველო ოპერაციის დროს დაშავდნენ მეხანძრეებიც, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ოფიციალური ინფორმაციით, გზაზე სამშენებლო სამუშაოების დროს მიწის ქვეშ მდებარე გაზსადენი დაზიანდა, რამაც გამოიწვია აფეთქება. ინციდენტი ადგილობრივი დროით 10:07 საათზე მოხდა.

Dailymail-ის ცნობით, აფეთქებამ 5 შენობა დააზიანა და დიუკის უნივერსიტეტის ფანჯრებიც ჩაამსხვრია. მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილობრივმა გაზის კომპანიამ “PSNC Energy” ბუნებრივი აირის მიწოდება 11:00 საათზე შეწყვიტა. აფეთქების შედეგად გაჩენილ ხანძარს მეხანძრეები 1 საათის განმავლობაში ებრძოდნენ. ამ ეტაპზე ხანძარი ლოკალიზებულია.

მსგავსი სტატიები