ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე გრძელი ბონდის საფეხმავლო ხიდი ტურისტებისთვის 17 მაისს გაიხსნება. “სქაიბრიჯი” გატლინბურგში, ტენესის შტატში მდებარეობს და ის “დიდი კვამლიანი მთის” ტერიტორიაზეა გადაჭიმული. მისი სიგრძე 680 ფუტი, დაახლოებით, 208 მეტრია და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე პირველია.
CNN-ის ინფორმაციით, ბონდის საფეხმავლო ხიდს მინის ძირი აქვს და მიწიდან 43 მეტრის სიმაღლეზეა გადებული. ხიდი სქაილიფტის პარკის ნაწილია, სადაც შესვლის სტანდარტული ღირებულება $15-ია, ბავშვებისთვის კი – $12.
ცნობისთვის – ყველაზე დიდი ბონდის საფეხმავლო ხიდი მსოფლიოს მასშტაბით შვეიცარიაში მდებარეობს. იგი 2017 წელს გაიხსნა და მისი სიგრძე 495, ხოლო სიმაღლე 85 მეტრია.