ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მაღალი მინის ლიფტი ჩიკაგოს ცათამბჯენზე დამონტაჟდება

Construction News

ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მაღალი მინის ლიფტი  ჩიკაგოში ცათამბჯენზე “Aon Center” დამონტაჟდება. შენობის ფასადის ცვლილებასთან ერთად, 346 მეტრის სიმაღლის შენობის სახურავზე ობსერვატორიაც აშენდება. პროექტი 2021 წელს დასრულდება.

Dezeen-ის ინფორმაციით, ლიფტი 305 მეტრ სიმაღლეზე იმოძრავებს და მისი გამოყენებით მომხმარებლებს სახურავამდე ასვლა 60 წამში შეეძლებათ. სიმაღლის მიხედვით, მინის ლიფტი 21 მეტრით ჩამორჩება მსოფლიოს რეკორდსმენს Bailong Elevator, რომელიც ჩინეთში მდებარეობს.

„Aon Center“ მესამე ყველაზე მაღალი შენობაა ჩიკაგოში, რომელის მშენებლობა 1974 წელს დასრულდა. თავდაპირველად მასში ინდიანას ნავთობკომპანიის სათავო ოფისი იყო განთავსებული.

შენობის ფასადი 1990 წელს შეცვალეს და ის თეთრი გრანიტით მოაპირკეთეს. ამჯერად კი ცათამბჯენი მთლიანად მინით იქნება შემოფარგლული, ხოლო მის შიგნით სავაჭრო ზონას განათავსებენ.

ცნობისთვის, პროექტს კომპანია „Solomon Cordwell Buenz“ ახორციელებს, რომელიც ჩიკაგოში 1930 წელს დაარსდა.  

მსგავსი სტატიები