საბურთალოს რაიონში, ჩიქოვანის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყო, სადაც თანამედროვე ტიპის ატრაქციონები დამონტაჟდა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე, ასევე, მოეწყო ფეხით სავალი ბილიკები და გარე განათების სისტემა. ასევე, ჰიდროთესვის პრინციპით დაირგო სხვადასხვა სახის მცენარეები და დაითესა ბალახი.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულება 119,362 ლარს შეადგენს.
ამ ეტაპზე, საბურთალოს რაიონში, სკვერებისა და დასასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია დამატებით შვიდ მისამართზე მიმდინარეობს.