ჩინური კორპორაცია “Touchstone Capital Partners Ltd” ფინეთსა და ესტონეთს შორის წყალქვეშა სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას 15 მილიარდი ევროთი დააფინანსებს.
ჩინური ფონდის ინვესტიცია იქნება დამატება €100 მილიონის, რომელიც “FinEst Bay Area “-მ 2018 წელს არაბთა გაერთიანებული საამიროების კორპორაცია “ARJ Holding LLC”-ისგან მიიღო.
კომპანია “FinEst Bay Area” ფინელმა ბიზნესმენმა ჰელსინკი-ტალინის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის მიზნით დაარსა.
გვირაბში პირველი ჩქაროსნული მატარებელი, რომლის სიჩქარე 350 კმ-სთ იქნება, 2024 წლის დეკემბერში გაივლის. მატარებლის ბილეთი 50 ევრო ეღირება, მგზავრობის დრო კი 2 საათიდან 20 წუთამდე შემცირდება.
გვირაბის სიგრძე დაახლოებით 100 კმ იქნება. პროექტი მთლიანობაში15-დან 20 მილიარდ ევრომდე ეღირება.