ჩინეთის დედაქალაქიდან სამხრეთ-დასავლეთით ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი აშენდება. ჩინეთმა „ათასწლეულის მწვანე ქალაქის” პროექტი უკვე წარადგინა.
ეკოლოგიურად სუფთა ქალაქის 13 კვ. კილომეტრი ფართობის მქონე პირველი რაიონი 170,000 ადამიანზე იქნება გათვლილი. „Xiong’an“- ში მოსახლეობა საცხოვრებლად მომავალი წლიდან გადავა.
ჩინეთის მთავრობის განცხადებით, ეკოლოგიურად სუფთა ქალაქში რაიონები თემატურად დაიყოფა, როგორიცაა შემოქმედებითი ინდუსტრიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ინტელექტუალური განვითარებისა და უფროსი მოქალაქეებისთვის კომფორტული გარემოს შექმნის რაიონი.
„Xiong’an“ – ის საბოლოო ტრანსფორმაცია 2035 წლისთვის არის დაგეგმილი. ამ დროისთვის, ის ინტელექტუალური, ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი გახდება.