ჩინეთში ჭკვიან ციხეებს აშენებენ

Modern Roofing

ხელოვნური ინტელექტი და რობოტული მოწყობილობები – ეს ჩინეთის ჭკვიანი სასჯელაღსრულების დაწესებულების დამახასიათებელი ნიშანია. ჰონგ-კონგის საპატიმროებში უსაფრთხოებისა და კომფორტის გაუმჯობესების საკითხებით სერიოზულად დაფიქრდნენ, რის გადასაწყვეტად მაღალ ტექნოლოგიებს მიმართეს.

კერძოდ, კომისარ დენი ვუ ინ-მინის ინფორმაციით, რამდენიმე გამოსასწორებელ კოლონიაში ერთდროულად ჭკვიანი საკნები გამოჩნდება. პროექტის ფარგლებში, პატიმრებს სპეციალურ სამაჯურებს გაუკეთებენ, რითად არამხოლოდ მათი ადგილმდებარეობა დადგინდება, არამედ გულის რიტმიც განისაზღვრება. ამ მეთოდით,  სისტემაში აღიკვეთება ციხიდან გაქცევები, პატიმართა შორის ჩხუბი და მოულოდნელი სიკვდილი. ციხეებში ასევე იქნება რობოტები, რომლებიც ყველაზე ბინძურ სამუშაოს შეასრულებენ.

ეს ინოვაცია გაზრდის როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომლების, ასევე მსჯავრდებულების უსაფრთხოებას. პირველ ეტაპზე “ჭკვიან” ტექნოლოგიას 3 დაწესებულებაში აამოქმედებენ და თუ ის წარმატებით განხორციელდა, ასეთ შემთხვევაში ის ჰონგ-კონგის სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში დაინერგება.

sc-os.ru

მსგავსი სტატიები