ჩინეთში წლის ბოლომდე რიგით მეორე ხელოვნური მზის მშენებლობას დაასრულებენ

Modern Roofing

სანამ ქვეყნები ატომური რეაქტორების აგებაში ერთმანეთს ეჯიბრებიან, ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით, ჩინეთში უკვე მეორე ხელოვნურ მზეს აშენებენ. ჩინელ მეცნიერებს ამოუწურავი, იაფი და განახლებადი ენერგიის წყაროს შექმნა სურთ.

Dailymail-ის ინფორმაციით, კონსტრუქცია სახელწოდებით “HL-2M Tokamak” 2019 წელს დასრულდება. მშენებლობა იმ პროექტის ნაწილია, რომელიც წყალბადის ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის იაფ წყაროდ გარდაქმნას ითვალისწინებს. ჩინეთში მეცნიერებმა რამდენიმე თვის წინ ასევე დაიწყეს სამეცნიერო პროექტი, რომლის ფარგლებშიც პირველი ხელოვნური მზის (EAST) აგება დაიწყეს.

მოწყობილობის შიგნით ტემპერატურის ნიშნული 100 მლნ გრადუს ცელსიუსს გაუთანაბრდება. პროექტის ხელმძღვანელები იმასაც ვარაუდობენ, რომ დანადგარის შიგნით ტემპერატურა 6-ჯერ უფრო ცხელი იქნება, ვიდრე დედამიწასთან ყველაზე ახლოს მყოფ ვარსკვლავზე.

როცა პროექტი დასრულდება, მოწყობილობა გაიმეორეს იმ ქიმიურ რეაქციებს, რაც რეალურად მზეზე მიმდინარეობს და რაც მზის ენერგიის სარგებლობის დამატებით რესურსებს გააჩენს. მოწყობილობას ფიზიკის ინსტიტუტში აწყობენ, რომელიც ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის ერთ-ერთ ფილიალს წარმოადგენს.

მსგავსი სტატიები