ჩინეთში ყველაზე გრძელი ელექტრო ავტობუსი გამოუშვეს

Construction News

ჩინურმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ BYD, ყველაზე გრძელი 27-მეტრიანი ელექტრო ავტობუსი გამოუშვა. ტრანსპორტი კოლუმბიური სატრანსპორტო კომპანია TransMilenio-ს შეკვეთით დამზადდა და პირველად ბოგოტას ქუჩებში გამოჩნდება.

Chinaplus-ის ინფორმაციით, მსოფლიოს ყველაზე გრძელი ელექტრო ავტობუსი – K12A სამი სექციისგან შედგება. დამუხტვის შემდეგ მას 300 კილომეტრის გავლა შეუძლია. ავტობუსს 250 მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობა აქვს და მაქსიმალურ 70 კმ/სთ-ის სიჩქარეს ავითარებს.

ცნობისთვის, BYD 50-ზე მეტ ქვეყანაში 300-მდე ქალაქს ამარაგებს ელექტრო ავტობუსებით. კომპანიას ქარხნები აშშ-ში, ბრაზილიაში, უნგრეთსა და საფრანგეთში აქვს.

მსგავსი სტატიები