ჩინეთში ქიმიური ქარხნის აფეთქების შედეგად 3 ათასამდე სახლი დაზიანდა

Construction News

ჩინეთის ქალაქ ციანზუში ქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად 2,8 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, მათ შორის 89 შენობა დემონტაჟს ექვემდებარება.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია ხორციელდება, ასევე მიმდინარეობს დანგრეული სახლების დემონტაჟისთვის მზადება.

მისივე თქმით, დაზარალებულებს მატერიალური კონპენსაცია გადაეცემათ ან საცხოვრებელი სახლები სხვა რაიონში.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის აღმოსავლეთით, ქალაქ ციანზუში ქიმიურ ქარხანაში აფეთქება 22 მარტს მოხდა. შემთხვევის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა და 640 დაშავდა.

მსგავსი სტატიები