ჩინეთში ქიმიური ქარხნის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

Construction News

ჩინეთის ქალაქ ციანზუში ქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა 78-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 67 დაღუპულის შესახებ.

მათივე ცნობით, 13 დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, 66 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის აღმოსავლეთით, ქალაქ ციანზუში ქიმიურ ქარხანაში აფეთქება 22 მარტს მოხდა. შემთხვევის შედეგად 640 ადამიანი დაშავდა, 2,8 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი კი დაზიანდა.

მსგავსი სტატიები