ჩინეთში ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი სპორტული კომპლექსი აშენდება

Construction News

ჰონგ-კონგში სპორტული კომპლექსი „Kai Tak Sports Park“ აშენდება. სპორტული კომპლექსი 28 ჰექტარს დაიკავებს და ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი იქნება.

პროექტის მიხედვით, კომპლექსი მოიცავს ქვეყნის მთავარი სტადიონის მშენებლობას, რომელიც 50,000 მაყურებელს დაიტევს. სტადიონს სამგანზომილებიანი სახურავით დახურავენ და სპორტული ღონისძიებების გარდა, კონცერტების, გამოფენებისა და კარნავალების ჩატარებაც იქნება შესაძლებელი.

Worldconstructionnetwork-ის ინფორმაციით, კომპლექსის პროექტი ასევე ითვალისწინებს დახურული არენისა და სპორტული დარბაზის მშენებლობასაც, სადაც მთლიანობაში 10,000 მაყურებელი დაეტევა.

სპორტული კომპლექსის მშენებლობა 2023 წელს დასრულდება.

მსგავსი სტატიები