ჩინეთში უნიკალური ცათამბჯენები შენდება, რომლებსაც “მთის სოფელი” შეარქვეს

Construction News

ჩინეთის ქალაქ ნანკინში, უნიკალური ცათამბჯენები შენდება, რომლებსაც არაოფიციალურად “მთის სოფელს” უწოდებენ. 

ცნობილი სტუდია MAD Architects-ის მიერ შემუშავებული კომპლექსი – Zеndai Himalayas Center მომავალ წელს გაიხსნება.

პროექტის დახასიათება, როგორც კომპლექსის ზუსტი არ იქნება, რადგან მისი სწორი განსაზღვრა რთულია – ის არ არის ქალაქი, უბანი თუ სახლი. “მთის სოფელი” კი იმიტომ უწოდეს, რომ ის ძალიან ჰგავს კლდეებს შორის არსებულ ხეობას.

ცათამბჯენებს განსაკუთრებული სახურავები აქვთ, ხოლო ფანჯრებს – ჟალუზები, რომლებიც მთის მწვერვალზე არსებული თოვლის ასოციაციას იწვევენ. გარდა ამისა, 30-40 სართულების სიმაღლიდან, დეკორისგან გაკეთებული “ნაკადულები” მოედინება.

თითოეულ ცათამბჯენს თავისი მახასიათებელი გააჩნია. მათ ძირას არის “სოფელი”, სადაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტია მოწყობილი.

sc-os.ru

მსგავსი სტატიები