ჩინეთში სტადიონის ჩამონგრევის შედეგად სამი მუშაკი დაიღუპა

Construction News

ჩინეთში, სტადიონის ჩამონგრევის შედეგად 3 მუშაკი დაიღუპა და კიდევ 3 დაშავდა. ტერიტორიაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობდა.

ნანგრევებიდან 4 ადამიანი ამოიყვანეს, მაგრამ სამი მათგანი კლინიკაში გარდაიცვალა. კიდევ ორს, ძვლების მოტეხილობა აღენიშნება.

6,000 ადამიანზე გათვლილი და მოძველებული განათების სისტემით აღჭურვილი სტადიონი, აღარ შეესაბამებოდა საერთაშორისო ღონისძიებებს, ამიტომ სტადიონის მოდერნიზაციის პროექტი გასულ წელს დაიწყო.

ნაგებობა, შენჟენის მთავრობის დაფინსებით 1985 წელს აიგო, ხოლო მისი მოდერნიზაციის დასრულება 2020 წლის ივნისის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

მსგავსი სტატიები