ჩინეთის ქალაქ ფუჩჟოუში, 5-სართულიანი სახლის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 14 ადამიანი დაშავდა.
ყველა დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში 100-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.