ჩინეთში საკარანტინო შენობის ნგრევის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

Construction News

ჩინეთში 6 სართულიანი სასტუმრო “Xinjia Express” ჩამოინგრა. შენობა, კორონავირუსით ინფიცირებულებთან ახლო ურთიერთობაში მყოფი ადამანებისთვის, საკარანტინო ზონად გამოიყენებოდა.

ნგრევის შედეგად დაღუპულია 10, ხოლო 28 ადამიანი ჯერ კიდევ ნანგრევების ქვეშ რჩება.

შენობა შაბათს, ადგილობრივი დროით 19:15 საათზე ჩამოინგრა. წინასწარი მონაცემებით ნანგრევების ქვეშ ჯამში 70-ზე მეტი ადამიანი მოყვა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შენობაში მყოფი პირები არ იყვნენ  კორონა ვირუსით ინფიცირებულები, მათ მხოლოდ   ახლო ურთიერთობა ჰქონდათ დაავადებულებთან, რის გამოც იმყოფებოდნენ საკარანტინო ზონაში.

შენობის ნგრევამდე რამდენიმე წუთით ადრე, სასტუმროს მფლობელს მუშაკებმა აცნობეს, რომ პირველ სართულზე შენობის საყრდენი ბოძი იყო დაზიანებული. სასტუმროს მფლობელი ამ დროისთვის დაკავებულია, მიმდინარეობს გამოძიება.

სასტუმრო “Xinjia Express” 2018 წელს გაიხსნა. იგი 6 სართულისგან შედგებოდა და 80  ნომერს მოიცავდა. ქვეყანაში კორონა ვირუსის გავრცელების შემდეგ, მიმდინარე წლის იანვარში, მისი საკარანტინო ზონად რეკონსტრუქცია განხორციელდა.

ნგრევის მიზეზები ამ დრომდე უცნობია.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მსგავსი სტატიები