ჩინეთში საგამოფენო სივრცე გამწვანებული სპორტული მოედნის ქვეშ განათავსეს

Construction News

ჩინეთის ქალაქ ჰანჯოუში Hangzhоu Cloud Town-ის საგამოფენო ცენტრი გამწვანებული მოედნის ქვეშ არის განთავსებული. სპორტული მოედანი, რომელსაც სარბენი ბილიკი აქვს, შენობის სახურავს წარმოადგენს.

4 წლის წინ, იმავე ადგილზე აშენებულ საკონფერენციო დარბაზის შენობას გისოსისებური ფასადი ჰქონდა. მოგვიანებით შენობას საგამოფენო სივრცე უნდა დამატებოდა, თუმცა ამისთვის საკმარისი ფართობი არ აღმოჩნდა და ახალი ნაგებობის აშენება გახდა საჭირო. არქიტექტორების გადაწყვეტილებით, დამატებითი ნაგებობა მიწის ქვეშ განათავსეს და მისი ჭერის სიმაღლე 9 მეტრია.

პროექტზე Approach Design-ის სტუდიის წარმომადგენლებმა იმუშავეს.

მსგავსი სტატიები