ჩინეთში საავტომობილო ხიდი ჩამოინგრა – ორი ადამიანი იძებნება

Construction News

ხიდის მოულოდნელად ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი უგზოუკვლოდ დაიკარგა – ინციდენტი ჩინეთის სამხრეთ ნაწილში მოხდა.

ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, რომ ხიდის დაახლოებით 120 მეტრიანი მონაკვეთი გამთენიისას ჩამოიშალა.

ადგილობრივი მედიის ცნობით მაშველებმა 44 წლის მამაკაცი გადაარჩინეს, მაგრამ ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

დრამატული ინციდენტი დაფიქსირებულია CCTV-ის მიერ, სადაც ჩანს თუ როგორ ჩამოინგრა 6 თაღიანი ხიდის 2 თაღი.

ინციდენტის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია, მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა ხიდის ჩამონგრევის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად ძლიერი წვიმები სახელდება, რამაც სამხრეთ ჩინეთში წყალდიდობა გამოიწვია. ბოლო მონაცემებით უკვე  61 ადამიანია დაღუპული.

მსგავსი სტატიები