ჩინეთში მშენებარე ჰორიზონტალური შენობა პარკინგის პრობლემას ვერტიკალურად მოაგვარებს

Construction News

ჩინეთში, სანიას პროვიციაში ჰორიზონტალურ შენობას ააშენებენ, რომელიც საცობის პრობლემას ვერტიკალური პარკირების საშუალებით მოაგვარებს.

6-სართულიანი შენობის ფართობი 44,906 კვადრატული მეტრი იქნება და მისი მეორე სართული ტაქსების, ავტობუსებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკინგს დაეთმობა. Archidaily.com-ის ინფორმაციით, შენობაში მანქანების გადაადგილება ესკალატორების მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ შენობას საძირკველი არ ექნება და ის დამოუკიდებელ გამძლე სვეტებს დაეყრდნობა.

გარდა პარკირებისა, შენობაში გამწვანების სისტემაც ვერტიკალური იქნება. დეკორაციად კიდეებზე მოზაიკისებურად განლაგებულ ყვავილების ზოლს გამოიყენებენ, რაც შენობის ფასადის შეღებვისთვის საჭირო დამატებითი რესურსის გამოყენებას მინიმუმამდე შეამცირებს. ორზოლიანი ყვავილების მოზაიკა შენობაში ტემპერატურის იზოლაციასა და ვენტილაციასაც უზრუნველყოფს. 

კომპანია “Jing Studio”, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს, აცხადებს, რომ მშენებლობამ მაღალ ხარისხს ლიმიტირებული ბიუჯეტის ფარგლებში მიაღწია. შენობის მთავარი სტრუქტურის ასაგებად მშენებლებს 4 თვე დასჭირდათ. სამუშაოები უახლოეს 2 თვეში დასრულდება.

მსგავსი სტატიები