ჩინეთში მშენებარე კვლევითი ცენტრის შენობაში გიგანტურ აკვარიუმს განათავსებენ

Construction News

ჩინეთში მასშტაბურ კვლევითი ცენტრი შენდება, რომელშიც აკვარიუმი განთავსდება. პროექტზე საერთაშორისო კონკურსი იყო გამოცხადებული და მისი გამარჯვებული არქიტექტორული კომპანია Ennead Architects გახდა. შენობის ფართობი 39,7 ათასი კვადრატული მეტრი იქნება და ის მდინარე იანძისთან ახლოს აშენდება.

sc-os-ის ინფორმაციით, პროექტი ჩინეთის ეკოლოგიური გეგმის ნაწილია, რომელიც გადაშენების პირას მყოფი ზღვის ცხოველების გადარჩენას გულისხმობს. გარემოსდამცველები კვლევითი ცენტრის მშენებლობას დადებითად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ ის საზოგადოების ყურადღებას ველური ბუნების გადარჩენაზე კიდევ ერთხელ გაამახვილებს.

წინასწარი მონაცემებით აკვარიუმში ჩინური ზუთხისა და ზღვის ღორის იშვიათი სახეობები იცხოვრებენ. საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კვლევითი ცენტრი ვიზიტორებსა და ტურისტებსაც უმასპინძლებს.

მსგავსი სტატიები