ჩინეთში მასშტაბურ კვლევით ცენტრს აკვარიუმთან ერთად აშენებენ

Construction News

ჩინეთში მასშტაბურ კვლევით ცენტს აშენებენ, რომლის მთავარი განსაკუთრებულობა უზარმაზარი აკვარიუმი იქნება.

პროექტზე საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული არქიტექტურული სახელოსნო “Ennead Architects“ მუშაობს.

კვლევითი ცენტრი ჩინეთის ხელისუფლების ამბიციური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს გადაშენების პირას მყოფი ზღვის სახეობების გადარჩენას. გარდა ამისა, ის ველური ბუნებისადმი საზოგადოების ყურადღების მიქცევასაც ითვალისწინებს. 

sc-os.ru-ს ინფორმაციით, პროექტის მიხედვით ცენტრის ფართობი 39,7 ათასი კვ.მ ფართობია. ის ჩინეთის ყველაზე გრძელი მდინარის – იანძის მიმდებარედ აშენდება.

ცენტრში სტუმრობა და ცხოველებზე დაკვირვება ყველას შეეძლება, რადგან აუზი-აკვარიუმების უმეტესი ნაწილის დათვალიერება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

მსგავსი სტატიები