ჩინეთში კულტურის გიგანტური წითელი ცენტრი შენდება

Construction News

ჩინეთში კულტურის გიგანტური წითელი ცენტრის – The Longgang Cultural Centre მშენებლობა სრულდება. პროექტის დიზაინი Mecanoo-მ გააკეთა.

4 ნაგებობისგან შემდგარი პროექტი, 95,000 კვადრატული მეტრ ფართობზე ხორციელდება. ის მოიცავს გალერეას, მეცნიერებათა მუზეუმს, ახალგაზრდობის ცენტრსა და წიგნების მაღაზიას.

Mecanoo-ს განმარტებით, ოთხსართულიანი შენობები სახურავებით ერთდება ერთმანეთთან, რაც გარკვეულ დაცულ საჯარო სივრცეს ქმნის.

“როგორც “ურბანული შემაერთებელი”, კულტურის ცენტრი მრავალფეროვან კულტურულ პროგრამას სთავაზობს მომხმარებლებს”, – აცხადებენ ჰოლანდიურ არქიტექტურულ სტუდიაში.

კულტურის ცენტრის თითოეულ შენობას უნიკალური ფორმა აქვს, თუმცა თითოეული იზრდება სართულების მიხედვით და ერთნაირი წითელი ფასადი აქვთ.

პირველად კულტურის ცენტრის შესახებ ცნობილი 2011 წელს გახდა, როდესაც Mecanoo-მ კონკურსში გაიმარჯვა.

Longgang Cultural Centre by Mecanoo
Longgang Cultural Centre by Mecanoo
Longgang Cultural Centre by Mecanoo

dezeen.com

მსგავსი სტატიები