ჩინეთში გარემოსდაცვითი მშენებლობის საერთაშორისო გამოფენა მოეწყობა

Construction News

10 მაისს ჩინეთში გარემოსდაცვითი მშენებლობის საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიციაზე ინდუსტრიული საწარმოებისთვის წარმოდგენილი იქნება ეკოლოგიურად სუფთა, გარემოსთვის უსაფრთხო სამშენებლო მასალები და “მწვანე ინტერიერის დიზაინისთვის” საჭირო სხვადასხვა ობიექტები.

გამოფენა ჩონგინგის მუნიციპალიტეტის “საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში” 3 დღე გაგრძელდება. ორგანიზატორების თქმით, ღონისძიებაზე 50,000-მდე ვიზიტორს ელოდებიან. საგამოფენო სივრცეებში 1,000-მდე ექსპონანტი იქნება წარმოდგენილი. Sc-os-ის ინფორმაციით, გამოფენის გარდა ღონისძიება მოიცავს 16 კონფერენციასა და თემატურ სემინარს ინდუსტრიულ სფეროში.

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, გამოფენის მიზანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინდუსტრიალიზაციის პროცესის სტიმულირებაა გარემოსდაცვითი მიმართულებით.

მსგავსი სტატიები