ჩინეთში ბიოტექნოლოგიური კომპანიის შენობას DNM-ის ფორმა ექნება

Construction News

ხელოვნური ინტელექტის კომპანიის iCarbonX სათაო ოფისს ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, შენჯენში ააშენებენ. აღნიშნულ შენობაზე დიზაინის კონკურსი ნიუ-იორკის არქიტექტურულმა კომპანიამ Steven Holl Architects-მა მოიგო. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, შენობის დიზაინის შექმნისას მათი ინსპირაციის წყარო გენები და დნმ იყო. მშენებლობა 2019 წლის შემოდგომაზე დაიწყება

შენობის კომპლექსი ორი ერთმანეთთან დაკავშირებული კოშკისგან იქნება შემდგარი. პირველს “Body A”, ხოლო მეორე “Body B” უწოდეს. “Body A”-ში საცხოვრებელი ფართი იქნება განთავსებული, ხოლო “Body B” ოფისებს, ლაბორატორიებს და საჯარო სივრცეებს დაეთმობა.

კოშკები 4 ხიდით დაუკავშირდებიან, ისევე როგორც ნახშირბადის ატომები უკავშირდებიან დნმ-ის სტრუქტურაში ერთმანეთს. 2 ხიდზე კაფე, სატრენაჟორო დარბაზი და საცურაო აუზი განთავსდება, დანარჩენ ორზე კი – გალერეა და შეხვედრების სივრცე მოეწყობა. ყველა ხიდი ტროპიკული მცენარეებით გამწვანდება.

მსგავსი სტატიები