ჩინეთში “ავტონომიური ცათამბჯენის” მშენებლობა განახლდა

Construction News

თანამედროვე ცათამბჯენი უბრალო შენობა არ არის, არამედ ის ხშირად ეპოქის სიმბოლოა, რომელიც თავის თავში აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და არქიტექტურას. ერთ-ერთი საინტერესოა კომპანია Foster + Partners-ის “ავტონომიური ცათამბჯენის” პროექტი, რომლის განხორციელება ჩინეთში მიმდინარეობს.

ცათამბჯენი ქალაქ შენჯენში, კომპანია China Merchant Bank HQ-სთვის აშენდება. მისი სიმაღლე 300 მეტრი იქნება, ხოლო საერთო ფართობი – 130,000 კვ.მ.

Foster + Partners განსაკუთრებულ ყურადღებას შენობის “ავტონომიურობას” აქცევს. არქიტექტორების განმარტებით, შენობის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ წყლის დაგროვების სპეციალური სისტემა 70%-მდე წვიმის წყალს დააგროვებს, რითაც შენობის ბუნებრივი საჭიროებების დამოუკიდებლად უზრუნველყოფა მოხდება. გარდა ამისა, შენობა აღჭურვილი იქნება სპეციალური სისტემით მზის ენერგიის დაგროვებისთვის, რაც თავის მხრივ დაგროვილი წვიმის წყლისა და შენობის ნაწილობრივ გათბობას უზრუნველყოფს.

hi-news.ru

მსგავსი სტატიები