ჩინეთის “Harbin Taiping”-ის საერთაშორისო აეროპორტში ფიფქის ფორმის ტერმინალი აშენდება

Construction News

ჩინეთის ჩრდილოეთით, “Harbin Taiping”-ის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ტერმინალი აშენდება. რეგიონის ცივი კლიმატისა და ლანდშაფტის გათვალისწინებით, დიზაინერებისა და არქიტექტორების ჯგუფმა ჩინეთის “არქიტექტურული დიზაინის ინსტიტუტიდან”  გადაწყვიტეს, რომ შენობას ფიფქის ფორმა ექნება. ტერმინალის სამშენებლო მოედნის ფართობი 918, 500 კვადრატული მეტრია.

ფიფქის 5 წახნაგზე ტერმინალის 5 გასასვლელი მოეწყობა, რაც შენობაში გადაადგილების დროს საგრძნობლად შეამცირებს. ინტერიერში გათვალისწინებულია გამწვანების არეალები და შიდა ბაღები, სადაც მგზავრები დასვენებას შეძლებენ. შენობის სახურავი გამჭვირვალე იქნება, რაც სივრცეს უფრო ნათელს გახდის და განათების ხარჯებსაც დაზოგავს.

მშენებლობა, სავარაუდოდ, 2030 წელს დასრულდება. ტერმინალი წელიწადში 43 მილიონ მგზავრს მოემსახურება და შენობიდან 320,000 ფრენა განხორციელდება.

მსგავსი სტატიები