ჩიკაგოში ბოლო 70 წლის განმავლობაში სამშენებლო კოდი პირველად შეიცვლება

Construction News

ამერიკის შტატ ჩიკაგოს მერია და ქალაქის სამშენებლო დეპარტამენტი, სამშენებლო კოდის ცვლილებას 1949 წლის შემდეგ პირველად აანონსებენ. სამშენებლო კონტროლისა და რეგულაციების სისტემის განახლებაზე ქალაქის ოფიციალური პირები 1 წელზე მეტია მსჯელობენ.

ჩიკაგოს მერის, რამ ემანუელის თქმით, ცვლილებები ჩიკაგოს, როგორც ინოვაციური სამშენებლო ქალაქის რეპუტაციის გასამყარებლად, უსაფრთხოების გაზრდისა და 21-ე საუკუნის გამოწვევებზე საპასუხოდ ხორციელდება.

Construction Dive-ის ინფორმაციით, ჩიკაგოში ცვლილება “საერთაშორისო სამშენებლო კოდის” (IBC) სტანდარტების გათვალისწინებით მოხდება.  

სიახლე შეეხება უკვე არსებული და ისტორიული შენობების რესტავრაცია-რეაბილიტაციის კონტროლს, ასევე, სამშენებლო სექტორში მდგრადი განვითარების დამკვიდრებას. გარდა ამისა, იგეგმება სეისმური კოდების შემოღება, რათა გაკონტროლდეს კრიტიკულ მდგომარეობაში არსებული ნაგებობებისა და მაღალი შენობების სამშენებლო სტანდარტებთან შესაბამისობა.  

მერიის ოფიციალურ განცხადებაში არ არის აღნიშნული, შეეხება თუ არა ცვლილებები ხის შენობების სიმაღლის სტანდარტებს. “საერთაშორისო სამშენებლო კოდში” ხის შენობის მაქსიმალური სიმაღლის მაჩვენებელი 18 სართული, დაახლოებით 270 ფუტია (82,296 მეტრი). კოდს ყოველ 3 წელიწადში ერთხელ აახლებენ.

სამშენებლო კოდის ცვლილების პირველი ფაზა 1-ლი ივნისიდან დაიწყება, ხოლო სრულად 2020 წლის 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდება.

მსგავსი სტატიები