ჩიკაგოს აეროპორტის გაფართოებაზე $8.5 მილიარდის დახარჯვა იგეგმება

Construction News

აშშ-ის ქალაქ ჩიკაგოს O’Hare აეროპორტის გაფართოებისთვის $8.5 მილიარდის გამოყოფა იგეგმება. 

განახლებული აეროპორტის ტერმინალი 204,000 კვადრატულ მეტრ ფართობს დაიკავებს. საერთო ბიუჯეტიდან, მხოლოდ ტერმინალის გაფართოებისთვის დაახლოებით $2.2 მილიარდი დაიხარჯება.

khl.com -ის ინფორმაციით, მოლაპარაკებები აეროპორტის წარმომადგენლებსა და არქიტექტორთა ჯგუფს (Studio Ord) შორის უკვე მიმდინარეობს.

ჩიკაგოს აეროპორტი ყოველწლიურად 83 მილიონზე მეტ მგზავრს ემსახურება.

სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2023 წლისთვის იგეგმება.

მსგავსი სტატიები